1. ტერმინთა განმარტება
- საიტი — ვებგვერდი geohub.work.
- მმართველი კომპანია — geohub.work-ის მმართველი, საიტის მფლობელი და ადმინისტრატორი.
- მომხმარებელი — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის ფუნქციებით.
- აპლიკანტი — სრულწლოვანი ფიზიკური პირი, რომელიც მოიძიებს ვაკანსიას და აკეთებს განაცხადს.
- კომპანია — იურიდიული პირი, რომელიც საიტზე ათავსებს ვაკანსიას და იღებს განაცხადებს.
- ვაკანსია — კომპანიის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაცია გამოცხადებული სამსახურებრივი პოზიციის შესახებ.
2. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს geohub.work-ით სარგებლობის პირობებს და წარმოადგენს მომხმარებელსა და მმართველ კომპანიას შორის დადებულ შეთანხმებას.
geohub.work არის აპლიკანტებისა და კომპანიების დამაკავშირებელი პლატფორმა. მმართველი კომპანია არ არის დამსაქმებელი და არ არის მხარე აპლიკანტსა და კომპანიას შორის შესაძლო შრომით ურთიერთობაში.
საიტზე განთავსებული ვაკანსიების შინაარსზე პასუხისმგებელია შესაბამისი კომპანია. მმართველი კომპანია არ იძლევა გარანტიას ვაკანსიის სიზუსტეზე, აქტუალურობაზე ან დასაქმების შედეგზე.
საიტით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა წინამდებარე წესებსა და პირობებს.
3. რეგისტრაცია და ავტორიზაცია
რეგისტრაცია უფასოა. მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს უტყუარი და აქტუალური მონაცემები და დროულად განაახლოს ისინი ცვლილების შემთხვევაში.
აპლიკანტი უთითებს: სახელსა და გვარს, ტელეფონის ნომერს, ელ-ფოსტას, საცხოვრებელ ქალაქს და, სურვილის შემთხვევაში, სოციალური ქსელების ბმულებს.
კომპანია უთითებს: დასახელებას, აღწერას, ზომას, დაარსების თარიღს, საიდენტიფიკაციო კოდს, ელ-ფოსტას, ტელეფონის ნომერს და სოციალური ქსელების ბმულებს.
მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის წვდომის მონაცემების კონფიდენციალურობაზე და მისი ანგარიშიდან განხორციელებულ ყველა ქმედებაზე.
4. აპლიკანტის პირობები
საიტით სარგებლობა დაშვებულია 18 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის.
აპლიკანტს შეუძლია ატვირთოს CV ან შეავსოს განაცხადი ხელით და გაგზავნოს იგი სასურველ ვაკანსიაზე. განაცხადი ეგზავნება შესაბამის კომპანიას ელ-ფოსტით და/ან მართვის პანელში.
განაცხადის გაგზავნით აპლიკანტი ეთანხმება, რომ მის მიერ მითითებული მონაცემები გადაეცემა შესაბამის კომპანიას დასაქმების მიზნით.
აპლიკანტი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უტყუარია და არ არღვევს მესამე პირთა უფლებებს.
5. კომპანიის პირობები
კომპანია ვალდებულია განათავსოს მხოლოდ რეალური ვაკანსია და არ გამოიყენოს პლატფორმა სარეკლამო, თაღლითური ან სხვა არამიზნობრივი მიზნით.
კომპანია ვალდებულია მიღებული განაცხადები და მათში მოცემული პერსონალური მონაცემები გამოიყენოს მხოლოდ დასაქმების მიზნით და დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. მიღებულ მონაცემებთან მიმართებით კომპანია მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი მონაცემთა კონტროლერი.
აკრძალულია ვაკანსიაში დისკრიმინაციული პირობების მითითება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად.
6. მომსახურების საფასური
აპლიკანტისთვის საიტით სარგებლობა უფასოა.
კომპანიისთვის მომსახურება შესაძლოა იყოს ფასიანი. მომსახურების სახე, მოცულობა და ღირებულება განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და საიტზე გამოქვეყნებული ტარიფებით. ანგარიშსწორება ხდება უნაღდო წესით, ინვოისის საფუძველზე. ფასებს, თუ სხვა რამ არ არის მითითებული, დამატებული აქვს დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
7. აკრძალული ქმედებები
- ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან სხვისი მონაცემების გამოყენება;
- საიტის ავტომატური საშუალებებით მასობრივი დამუშავება, მონაცემთა კოპირება ან სკრეიპინგი;
- საიტის უსაფრთხოების სისტემების გვერდის ავლა ან მუშაობის ხელის შეშლა;
- სპამის, მავნე პროგრამის ან უკანონო შინაარსის განთავსება;
- სხვა მომხმარებლის უფლებების ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა.
წესების დარღვევის შემთხვევაში მმართველი კომპანია უფლებამოსილია შეზღუდოს ან გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
8. ინტელექტუალური საკუთრება
საიტის დიზაინი, ლოგო, პროგრამული უზრუნველყოფა და შინაარსი წარმოადგენს მმართველი კომპანიის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. მათი გამოყენება წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია.
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
საიტი მიეწოდება პრინციპით „როგორც არის“. მმართველი კომპანია არ იძლევა გარანტიას საიტის უწყვეტ ან უშეცდომო მუშაობაზე.
მმართველი კომპანია არ არის პასუხისმგებელი: კომპანიის მიერ განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე; დასაქმების ან მისი პირობების შედეგზე; მომხმარებელთა შორის წარმოშობილ დავებზე; მესამე პირთა ქმედებით მიყენებულ ზიანზე.
წინამდებარე პუნქტი არ ზღუდავს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, როდესაც მისი შეზღუდვა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.
10. პერსონალური მონაცემები
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, რომელიც წინამდებარე დოკუმენტის განუყოფელი ნაწილია.
11. წესების ცვლილება
მმართველი კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებში. განახლებული ვერსია ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების მომენტიდან. საიტით შემდგომი სარგებლობა ნიშნავს ცვლილებებზე თანხმობას.
12. მოქმედი სამართალი და დავები
წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავა, რომელიც ვერ გადაწყდება მოლაპარაკებით, განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13. საკონტაქტო ინფორმაცია
ქ. თბილისი, საქართველო
ელ-ფოსტა: hr@geohub.work